შსს-მ ბათუმში 25 წლის ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს-მ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე 25 წლის ახალგაზრდის დაჭრასთან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა.

რაც შეეხება 25 წლის ბიჭს, რომელიც ფეხის არეში დაჭრილი იყო, მან კლინიკა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

„ბათუმში, ღამით გორგილაძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს",- განაცხადეს შსს-ში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს