თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღიჭურვა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ” თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პირველი ეტაპი წარმატებით დაასრულა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი 13R კურსით დღემდე მოახლოების შუქ-სასიგნალო სისტემით აღჭურვილი არ ყოფილა. არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ზღურბლიდან 420 მ-ის მანძილზე, სპეციალური მსხვრევადი კონსტრუქციის ანძებზე, დამონტაჟდა ახალი ტექნილოგიის LED ტიპის თანამედროვე სანათები, რაც საქაერონავიგაციას საშუალებას აძლევს, უზრუნველყოს მომფრენი თუ გამფრენი საჰაერო ხომადების უსაფრთხო ოპერირება რთული მეტეოპირობების, მათ შორის დაბალი ხილვადობის დროს.

უწყების ცნობით, შუქ-სასიგნალო სისტემის გაფართოების პროექტი ფრანგულმა კომპანია „ADPI” - იმ შეასრულა. ახალი, თანამედროვე სისტემის ნაწილების მოწოდება და სამონტაჟო სამუშაოები იტალიურმა კომპანია „OCEM”-მა განახორციელა. შეგახსენებთ, რომ 2016 წელს იტალიურმა კომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები ICAO-ს II კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემებით აღჭურვა.

„უახლოეს მომავალში დაიწყება პროექტის მე-2 ეტაპი, რაც აღნიშნული სისტემის 900 მეტრამდე გაფართოებას გულისხმობს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოახლოების სანათების ახალი სისტემა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ICAO-ს სტანდარტებს. როგორც საქაერონავიგაციაში აცხადებენ, აღნიშნული პროექტის დასრულება გახდება იმის საფუძველი, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს 13R კურსიდან ICAO-ს პირველი კატეგორია მიენიჭოს.

განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს თბილისის აეროპორტში და საჰაერო ხომალდებს დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და დაბალი ხილვადობის დროს.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო