7 თვეში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა

იანვარ-ივლისში საქართველოს 5 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან განხორციელდა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ტურიზმის მე-2 კვარტლის სტატისტიკის შეჯამებისა და ივლისის სტატისტიკურ მონაცემებზე საუბრისას განაცხადა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, 2019 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში საქართველოში 4,961,918 საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.8%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,697,624 შეადგინა, რაც 198,873-ით მეტია 2018 წლის იანვარ-ივლისის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია.

„ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი რუსეთიდან (+22.1%), აზერბაიჯანიდან (+5.6%), სომხეთიდან (+2.9%) და თურქეთიდან (-0.3%) შედგა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: გერმანია +40.7%, ლატვია +31.6%, პოლონეთი +26.9%, გაერთიანებული სამეფო +24.6%, საფრანგეთი +25.5%, და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი +242.3%, უზბეკეთი +155.5%, ყირგიზეთი +102.3%, ჩინეთი +52.8%, საუდის არაბეთი +52.6%, ყაზახეთი +54%,"-აღნიშნა ქვრივიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს