გიორგი ვაშაძე მმართველ გუნდს - ტყუილად წვალობთ, რაც არ უნდა ჩაწეროთ კანონში, ვერ დაგვშლით

ჭირსაც წაუღია პარლამენტარობა და დეპუტატობა, - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ "ძალა ერთობაშიას" ხელისუფლებაში მოსვლა სიღარიბის დასაძლევად სურს.

მისივე თქმით, ხელისუფლების ინიციატივები, რომელიც “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებებს ეხება, მიზნად გაერთიანებული ოპოზიციის დაშლას ისახავს.

"ყველა ცვლილება, ყველა ძირითადი ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გარდა, რაც არის ახლა და რაც განიხილება, ისახავს ერთადერთ მიზანს, როგორმე ხელი შეუშალონ ოპოზიციის კონსოლიდაციას და პირველ რიგში, ეს არის "ძალა ერთობაშიას" წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი ალტერნატივა "ქართული ოცნებისთვის", რეალურად რომ ვთქვათ. მე მინდა ვუთხრა მათ, ტყუილად წვალობთ, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ჩაწეროთ კანონში, ვერ დაგვშლით. გაერთიანიებული ოპოზიცია ისეთი ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს, აქედან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას. ამ ცვლილებებით კიდევ ერთხელ ჩანს, რომ "ქართული ოცნება" იმისთვის კი არ იბრძვის, რომ გაჭირვება დაამარცხოს და კორუფცია, არამედ სკამები როგორმე შეინარჩუნოს. მათი მოკლე ჭკუით საქართველოში ყველა ხელისუფლება შეიცვალა კოალიციური რეჟიმით... ეს კოალიცია იქნება, რაც არ უნდა ჩაწერონ კანონში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ პასუხისმგებლობა ჩვენ წინაშე არის არა მხოლოდ სკამები პარლამენტში - ჭირსაც წაუღია პარლამენტობა და დეპუტატობა - არამედ, უამრავი პრობლემა, რაც ხალხს აწუხებს და ეს არის ჩვენ წინაშე.

გაერთიანებული ოპოზიცია თავისი 12 სუბიექტით აგრძელებს მუშაობას და ასე იქნება წარმოდგენლი არჩევნებზე. აუცილებლად ვიბრძოლებთ თითოეული მოქალაქის ხმის დასაცავად, გამარჯვებისთვის და გაჭირვების დამარცხებისთვის. აქვე, ჩვენი კარი ღიაა ყველა პროდასავლური პოლიტიკური ძალისთვის, ვისაც უნდა, რომ ჩაერთოს ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო