ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები რუსეთის გარდა, ირანიდანაც შემცირდა

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისში საერთაშორისო ვიზიტორები ირანიდან 60.8%-ით, ხოლო რუსეთიდან 6.4%-ითაა შემცირებული.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის მიერ წარდგენილი მონაცემების თანახმად, ივლისში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+13.1%), რუსეთიდან (-6.4%), თურქეთიდან (+9.6%) და სომხეთიდან (+3.2%) შედგა.

რაც შეეხება, მიმდინარე წლის 7 თვის სტატისტიკას, იანვარ-ივლისში ირანიდან საერთაშორისო ვიზიტორების 58.3%-იანი კლება დაფიქსირდა.

იანვარ-ივლისში, რუსეთიდან საერთაშორისო ვიზიტორების 22.1%-ით გაიზარდა და რუსეთიდან 7 თვეში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მხრივ მოწინავე პოზიციებს იკავებს აზერბაიჯანი (+5.6%), სომხეთი (+2.9%) და თურქეთი, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობის 0.3%-იანი კლება ფიქსირდება.

იანვარ-ივლისში პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან,

საიდანაც საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხით

გამოირჩეოდნენ: გერმანია +40.7%, ლატვია +31.6%, პოლონეთი +26.9%,

გაერთიანებული სამეფო +24.6%, საფრანგეთი +25.5%, და სხვა.

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ტაჯიკეთი

+242.3%, უზბეკეთი +155.5%, ყირგიზეთი +102.3%, ჩინეთი +52.8%, საუდის

არაბეთი +52.6%, ყაზახეთი +54% და სხვა.

ამასთნ, წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მილიარდ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა