ადვოკატი - საქმეში მიხეილ კალანდიას ბრალის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის

საქმეში მიხეილ კალანდიას ბრალის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანი კოტეტიშვილმა განუცხადა.

როგორც კოტეტიშვილი განმარტავს, სასამართლოსგან გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვს, ვინაიდან მისივე თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, მათ შორის, არც ნივთიერი.

„მოცულობითი საქმიდან, შეიძლება მხოლოდ 3-4 ფურცელი იყოს რელევანტული მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში. მისი ბრალის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ არის. საქმეში კალანდიას საწინააღმდეგოდ არც წერილობითი მტკიცებულებებია, ნივთიერი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს, მოწმეთა ჩვენებები ირიბის ირიბია.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე შესავალ სიტყვას იტყვის და მივუთითებთ მოცულობით საქმეში არსებულ იმ ძირითად მტკიცებულებათა ჩამონათვალზე, რომელიც უალტერნატივოდ დააყენებს სასამართლოსთვის გამამართლებელ განაჩენს. ბრალდების მხარემ წინა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა შესავალი სიტყვა, რომელიც ზედაპირული იყო და დასაბუთებული არ იყო.

ამასთანავე, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სასამართლოს სხდომების ნაწილობრივ საჯაროობასთან დაკავშირებით დავაყენებთ შუამდგომლობას", - განაცხადა კოტეტიშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა