რატი იონათამიშვილი - ახალი საარჩევნო კოდექსი შშმ პირთათვის მისაწვდომობის მყარ გარანტიებს შექმნის

ახალი საარჩევნო კოდექსი შშმ პირთათვის მისაწვდომობის მყარ გარანტიებს შექმნის, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დროებითი წესი, რომელიც 2020 წლის არჩევნებზე დაინერგება, ეტლით მოსარგებლე და მობილურობის შეზღუდვის მქონე ამომრჩეველს მისცემს საშუალებას, არჩევნებში მონაწილეობა საკუთარ ოლქში არსებულ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე მისვლით მიიღონ, რომელიც იქნება ადაპტირებული და შეძლებენ დამოუკიდებელ გადაადგილებას.

„ამისთვის საკმარისი იქნება, რომ კენჭისყრამდე არაუგვიანეს 6 დღით ადრე მივმართოთ შესაბამის საარჩევნო, ან საოლქო კომისიას.

ჩვენი მიზანია, ყველა კატეგორიის შშმ პირისთვის საარჩევნო გარემო მაქსიმალურად მისაწვდომი გავხადოთ და ეს უფლება კანონით იყოს დაცული. ამ მხრივ, ბოლო წლების მანძილზე მნიშვნელოვანი სიახლეები დაინერგა უსინათლო და მცირემხედველი, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული, ასევე, ინტელექტუალური შეფერხების მქონე ამომრჩევლისთვის, მთავარ გამოწვევად კი საარჩევნო უბნების ადაპტირება რჩება.

შშმ პირებს აქვთ უფლება აირჩიონ და იყვნენ არჩეული, ხოლო თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუველყოფა ჩვენი ვალდებულებაა, რომელიც გაეროს შშმ პირთა უფლებების შესახებ კონვენციის 29-ე მუხლით გვაქვს აღიარებული.

ცხადია, ეს დროებითი ნორმა არ არის საარჩევნო უბნების ადაპტირების ალტერნატივა, არამედ მისი შემადგენელი ნაწილი, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უკვე ხვალ მოგვცემს უსწრაფეს და პოზიტიურ შედეგებს და ამის პარალელურად, მისაწვდომობის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ადაპტირების პროცესის გაზრდა ნამდვილად იქნება თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის პროცესში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო