სემეკ-ის და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში, დამატებით, კომუნალური მომსახურების 18 კომპანია ჩაერთო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში, დამატებით, კომუნალური მომსახურების 18 კომპანია ჩაერთო.

სემეკის ინფორმაციით, აღნიშნულის შედეგად, ახლა უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ რამდენიმე კომუნალური მომსახურება - ბინის ყიდვის ან იჯარის შემთხვევაში დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების (დენი, გაზი, წყალი) აბონენტებად, განაახლონ მონაცემები. ასევე, გადაამოწმონ უძრავ ქონებაზე არსებული კომუნალური (დენი, გაზი, წყალი) დავალიანება, შესაძლო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით. სერვისით სარგებლობა შეუძლიათ როგორც მუდმივ, ისე დროებით აბონენტებს.

სემეკის ცნობითვე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და იუსტიციის სახლის ერთობლივ პროექტში, რომლის მიზანიცაა მოქალაქეებისთვის სწრაფი და გამარტივებული მომსახურებების შეთავაზება, კომუნალური მომსახურების უკვე 28 კომპანიაა ჩართული.

იუსტიციის სახლის ფილიალებში მომსახურების მიღება შეუძლიათ: „ინტერ-გაზის“, „ვაკეს“, „ჩირაღდანი XXI საუკუნეს“, „აკრიანი 2006-ის“, „გასკო+-ის“, „ენერგია +-ის“, „ტაბას“, „საჩხერეგაზის“, „გამას“, „ყამარი მ-ს“, „ენერგოკავშირის“, „ვარკეთილაირის“, „დიდი დიღმის“, „სოგურის“, „საჩხერის წყალკანალის“, „ქობულეთის წყალის“, „ბათუმის წყალის“, „მარნეულის სოფწყალის“, „მცხეთისწყალის“, „რუსთავწყალის“, „თელავგაზის“, „თელასის“, „ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერის“,„თბილისი ენერჯის“, „ენერგო-პრო ჯორჯიას“, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ კომუნალური მომსახურებების მიღების მსურველებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო