დავით ჭიჭინაძე - ხელისუფლებას, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვთ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით

ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე - თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილური განწყობა, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა და მოძრაობა „ტრიბუნას “ დამფუძნებელმა დავით ჭიჭინაძემ ლარის გაუფასურებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ლარის კურსის ირგლივ განვითარებულმა მოვლენებმა მთავრობის შიგნით სისუსტე და არასტაბილური განწყობა დაგვანახა.

„ლარის გაუფასურების უმთავრესი მიზეზი სპეკულაციური ფაქტორია, რაც საკმაოდ ნათლად, პირველ რიგში, ბანკების მოგებაზე აისახება და მეორე - თვითონ მთავრობის შიგნით არასტაბილური განწყობა. ამ მოვლენებმა სწორედ მთავრობის სისუსტე დაგვანახა და ის, რომ ისინი ერთმანეთს აღარ ენდობიან. არ იციან ვის სად, ან როდის წაუცდება ფეხი და არც ის არის გამორიცხული, ზოგი გაქცევასაც ფიქრობდეს. ფაქტი ერთია, ამ ხელისუფლების ხელში დოლარი პრაქტიკულად გაორმაგდა. ჩვენს ხელისუფლებას კი, სამოქმედო გეგმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სერიოზული არგუმენტებიც კი არ აქვთ ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით. სახელდება: ტურისტების კლება, გარე შოკი, გარე ფაქტორი... მოკლედ, თავად არასოდეს არ არიან დამნაშავები და ფინალში გამოდის ისიც კი, რომ დამნაშავე თვითონ ლარია. არადა, არც ტურისტების მატებას და არც კლებას, ამ ქვეყანაში, რეალური კავშირი არასოდეს ჰქონია ლარის კურსის ცვალებადობასთან. ეს არის ელემენტარული უცოდინრობა, რადგან ლარი გაუფასურებულა მაშინაც კი, როდესაც რუსეთიდანაც ყოფილა ტურისტების დიდი მოძალება. ამიტომ, არამგონია ამ ფაქტორების დასახელება სიმშვიდეს იწვევდეს მოსახლეობაში, უფრო პირიქით“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა