როგორ შევარჩიოთ კედლის ქვაბი? რჩევები „თერმოინდუსტრია“-სგან

როგორ შევარჩიოთ კედლის ქვაბი? რჩევები „თერმოინდუსტრია“-სგან.

კედლის ქვაბის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა ჩვენი სპეციალური პროექტი, რომელიც ემსახურება მომხმარებლისთვის, გათბობის სისტემების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.

ქვაბის შეძენისას უნდა გავითვალისწინოთ 5 ძირითადი ფაქტორი:

1) სიმძლავრე

ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელი ცდილობს, დაამონტაჟოს იმაზე უფრო დიდი სიმძლავრის ქვაბი, ვიდრე მის გასათბობ ფართს სჭირდება. საშუალოდ, 10 კვადრატული მეტრი ფართის გასათბობად 1 კვტ თბური ენერგიაა საჭირო. რეალურად კი, თითოეულ შენობას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

2) წვის კამერის ტიპი

კედლის ქვაბები არსებობს დახურული და ღია წვის კამერიანები. ღია წვის კამერიანი კედლის ქვაბი, წვისთვის საჭირო ჟანგბადს გარემოდან ღებულობს, გამონაბოლქვის გადინება კი ბუნებრივ გაწოვაზეა დამოკიდებული. დახურული წვის კამერიანი აგრეგატების უპირატესობა არის საკვამლე მილის მარტივი მონტაჟი, ის შესაძლოა, განთავსდეს როგორც გარეთ, ისე საცხოვრებელ შენობაში.

3) კონტურების რაოდენობა

კედლის ქვაბები არსებობს ერთ და ორკონტურიანი. ერთკონტურიანი ქვაბი ემსახურება მხოლოდ გათბობის სისტემას. ორკონტურიანი კი ერთდროულად გათბობის სისტემასაც და ცხელწყალმომარაგებასაც.

4) სამონტაჟო ტიპი

არსებობს როგორც კედლის, ასევე დასადგმელი ე.წ. სტაციონალური ქვაბები. ამ უკანასკნელის ექსპლოატაციის ხანგრძლივობა უფრო მეტია, მაგრამ ღია წვის კამერიანებია და სივრცეც გაცილებით მეტი სჭირდება.

5) ფუნქციონალი

არსებობს ტრადიციული და საკონდენსაციო ქვაბები. საკონდენსაციო კედლის ქვაბი თანამედროვე და ეკონომიურია. მისი საკვამლე მილიდან გამონაბოლქვის სითბოს ენერგია, გათბობას ხმარდება, აქვს ალის მოდულირების დიდი დიაპაზონი და უჟანგავი ლითონისგან დამზადებული თბომცვლელი.

„თერმოინდუსტრია“ გირჩევთ, დაუკავშირდეთ კვალიფიციურ სპეციალისტებს და დაგეგმოთ სწორად.

იხილეთ მეტი: https://thermoindustria.com/ge/rogor-shevcvalot-kedlis-qvabi/

(R)

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის