ოთარ კახიძე - სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ჩანაწერი პრობლემურია და ამით შეიძლება ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს

სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ჩანაწერი პრობლემურია და ამით შეიძლება ხელისუფლებამ კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს, - ამის შესახებ საარჩევნო საკითხებზე გამართული შეხვედრის დაწყებამდე „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩანაწერი ან ამოღებული უნდა იყოს, ან დეფინიცია უნდა განიმარტოს დეტალურად.

„რაც შეეხება ამ პროექტს, ეს ეხება სიძულვილის ენის გამოყენებას იმისთვის, რომ შინაარსობრივად გაკონტროლდეს პოლიტიკური რეკლამა. ვთვლი, რომ ეს საკითხი საკმაოდ პრობლემურია, ვინაიდან, თვითონ სიძულვილის ენის დეფინიცია არ არის მოცემული. შეიძლება სერიოზულად შეიზღუდოს გამოხატვის თავისუფლება და შეიძლება ხელისუფლებამ ამით კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადოს. ამიტომ, ეს სახიფათო ჩანაწერია და ვთვლით, რომ ან უნდა ამოვარდეს, ან მკაფიოდ განიმარტოს რა იგულისხმება",- განაცხადა კახიძემ.

საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებებით, “საარჩევნო პროგრამა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი მოწოდება/განცხადება/ქმედება, არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, სიძულვილის ენასა და ქსენოფობიურ განცხადებებს”.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა