ოთარ კახიძე - ლარის გაუფასურების მიზეზი ივანიშვილის „ქათული ოცნებაა", ამიტომ უნდა შევცვალოთ მთავრობა

ლარის გაუფასურების მიზეზი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნებაა", ამიტომ უნდა შევცვალოთ მთავრობა, - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძემ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ საუბრისას.

კახიძის თქმით, ქვეყანაში მრავალი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ ეკონომიკა გაძლიერდეს.

„ლარის გაუფასურების მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება". მათი ყოველი პრემიერ-მინისტრის დროს ლარი ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად უფასურდება. ეს არის ყოველწლიური არასწორი პოლიტიკის შედეგი და თუ არ მოიზიდავს ხელისუფლება ინვესტიციებს, თუ ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, რომ ექსპორტი გაიზარდოს, მაშინ აუცილებლად გაუფასურდება ლარი. ლარის გაუფასურების შესაჩერებლად, ეკონომიკის წინსვლისთვის ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს მთავრობა",- განაცხადა კახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა