„როიტერსი“ - ჩრდილოეთ კორეამ თავდაცვითი პროგრამებისთვის კიბერთავდასხმებით 2 მილიარდი დოლარი მოიპოვა

ჩრდილოეთ კორეამ მასობრივი განადგურების იარაღის თავისი პროგრამების დასაფინანსებლად 2 მილიარდი დოლარი მოიპოვა „ფართოდ გავრცელებული და სულ უფრო დახვეწილი“ კიბერთავდასხმების გზით.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ გაეროს საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩრდილოეთ კორეა თანხებს იპარავდა ბანკებისგან და კრიპტოვალუტების ბირჟებიდან.

„ფხენიანი აგრეთვე აგრძელებდა თავისი ბირთვული და სარაკეტო პროგამების სრულყოფას, თუმცა არ ჩაუტარებია ბირთვული გამოცდები და არ გაუშვია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები“, - ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს ჩრდილოეთ კორეის სანქციების კომიტეტის მიერ მომზადებულ ზემოხსენებულ ანგარიშში.

ანგარიში მომზადებულია დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებიც სანქციების დაცვას აკვირდებიან ბოლო 6 თვის განმავლობაში. დაფიქსირებულია კიბერთავდასხმის 35 შემთხვევა 17 ქვეყანაში, კრიპტოვალუტების ბირჟებიდან ფულის მოპარვით ჩრდილოეთ კორეა ფულს მოიძიებდა იმ სფეროდან, რომლის გაკონტროლებაც სახელმწიფოებისთვის საკმაოდ რთულია.

გაეროში ჩრდილოეთ კორეის მისიამ ამ თემაზე „როიტერთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა