განათლების სამინისტრო კულტურის ეროვნულ ფონდს ქმნის

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კულტურის ეროვნული ფონდი იქმნება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ბრიფინგზე განმარტა, სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის მიმართულების პოლიტიკასა და სტრატეგიას, ხოლო ფონდი ამ პოლიტიკის განმახორციელებელი იქნება.

მისივე თქმით, კულტურის ეროვნული ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლის იანვრიდან დაიწყებს, იქამდე კი მოსამზადებელი სამუშაოები განხორციელდება. მინისტრის ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი იქნება და მის ხელმძღვანელად ირმა რატიანი დაინიშნება.

„კულტურის მიმართულების მართვის სისტემას და დაფინანსების მოდელს რეალური რეფორმა ესაჭიროება და არა ერთჯერადი ფრაგმენტული ცვლილებები. ვიწყებთ კომპლექსურ რეფორმას ამ მიმართულებით, რაც ეფუძნება ევროკავშირის რეკომენდაციებს და მორგებულია ჩვენი ქვეყნის სჭიროებებზე. ჩვენი მიზანია რეფორმის შედეგად სისტემა გახდეს უფრო მოქნილი, პროცესები უფრო ღია და გამჭვირვალე. პრიორიტეტების განსაზღვრა კი უფრო კომპეტენტური და გრძელვადიან განვითარებაზე მიმართული. დღეს სამინისტრო ასრულებს ყველა ერთიან ფუნქციას, როგორც კულტურის სფეროში არსებული ინსტიტუტების მართვის, ისე კონკურსების, ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვისა და დაფინანსების პროცესში. ეს მოდელი იცვლება და რეფორმის შედეგად სამინისტრო განსაზღვრავს კულტურის მიმართულების პოლიტიკას, პრიორიტეტებს და სტრატეგიას. სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკისა და პრიორიტეტების განმახორციელებელი კი იქნება ახლადშექმნილი კულტურის ეროვნული ფონდი.

მისი დანიშნულება არის ქართული კულტურისა და კულტურის ეკონომიკის განვითარების, კულტურის პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. ფონდი განახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს კულტურის სფეროში, ადმინისტრირებას გაუწევს სახელმწიფო საგრანტო კონკურსებსა და კულტურის პრიორიტეტებში დაგეგმილ სხვა საკონკურსო პროგრამებს, უზრუნველყოფს კულტურის სფეროშო მოღვაწეთათვის გრანტების გაცემის ორგანიზებასა და მონიტორინგს. სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ების დაფინანსება გაგრძელდება არსებული სქემით, თუმცა ფონდთან თანამშრომლობით მოხდება უფრო პრიორიტეტული და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კულტურის ეროვნულ ფონდს ეყოლება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ, როგორც საჯარო უწყების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. ბატიაშვილის თქმით, ამ ფონდში თავს მოიყრის სხვადასხვა კულტურული პროგრამების დაფინანსების აქამდე არსებული ყველა ფონდი, მათ შორის "ჩექ ინ ჯორჯია".

იხილეთ ვიდეო: განათლების სამინისტრო კულტურის ეროვნულ ფონდს ქმნის

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს