პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს

უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიურო ადამიანთა ჯგუფის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეს იძიებს. როგორც უკრაინული გამოცემა „უნიანი“ წერს, შესაძლოა, ამ დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორი იყოს ექსპრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

გამოცემისვე ინფორმაციით, საქმე 2018 წელს მალდივის კუნძულებზე საშობაო არდადეგების გატარებას ეხება. პოროშენკოსთან ერთად კერძო თვითმფრინავით კიდევ შვიდმა პირმა იმოგზაურა. გამოძიების ბიუროს ეჭვი აქვს, რომ ამ ადამიანებმა საზღვარი ყალბი დოკუმენტებით გადალახეს და ეს სასაზღვრო და საბაჟო ორგანოებმა დაუშვეს. შესაბამისად, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

სახელმწიფო გამოძიებას პროექტ „სქემის“ ჟურნალისტური კვლევა უძღოდა წინ. მათი გამოთვლით, პრეზიდენტის ამ შვებულებაზე 500 ათასი დოლარი დაიხარჯა.

პრეზიდენტის პრესსამსახურმა თავის დროზე განაცხადა, რომ პოროშენკო ახალ წელს შეხვდა სახლში, რამდენიმე დღე გაატარა ივანო-ფრანკოვსკის ოლქში და კერძო ვიზიტით იმყოფებოდა მალდივის კუნძულებზე. თვითონ პეტრო პოროშენკომ კი განაცხადა, რომ მალდივის კუნძულებზე მოგზაურობისას საზღვარი გადალახა საკუთარი პასპორტით, შესაბამისი რეგისტრაციით საზღვარზე, სატრანსპორტო და სასტუმროს ხარჯები კი თვითონ გადაიხადა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი საქმე არ არის, რომელშიც ექსპრეზიდენტი პოროშენკო მოწმის თუ ეჭვმიტანილის სტატუსით მონაწილეობს. რამდენიმე დღის წინ მან აშშ-საც სთხოვა დახმარება უკანონო სამართლებრივი დევნისგან დასაცავად.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა