არჩილ თალაკვაძე ლარის კურსზე - ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ ეს რთული სიტუაცია გადავლახოთ

ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ გადავლახოთ ეს რთული სიტუაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა აქვს ყველას, როგორც ხელისუფლებას, ასევე პოლიტიკურ ოპოზიციას.

„ქვეყნის ეკონომიკა, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა და ვალუტის კურსი - ეს არის ის თემა, რომელსაც ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ხელისუფლება. ჩვენ, როგორც ხელისუფლებას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ვმართოთ ეს სფეროები, ეს საკითხები. ამავე დროს, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ოპოზიციასაც მართებს მეტი პასუხისმგებლობა, როდესაც საბოლოო ჯამში დავინახეთ, რომ არაერთი მოქმედება, სამწუხაროდ, ისევ ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა, საქართველოსადმი მტრულად განწყობილმა ძალებმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენეს. სამწუხაროდ, ამანაც მიაყენა ზიანი ეკონომიკას, რაც აისახა ვალუტაზეც, თუმცა ვნახეთ, რომ ეროვნული ბანკი ჩაერია, ვინაიდან მისი ვალდებულებაა, რომ ინფლაციის პროცესი მართოს. იმედი მაქვს, ის ჩარევა, რაც მოხდა და რაც შესაძლოა მომავალშიც აქვს დაგეგმილი ეროვნულ ბანკს, შეძლებს მაქსიმალურად, რომ ეს კურსი არ აისახოს ინფლაციაზე. რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებებს, ამ მიმართულებით სახელმწიფოს აქვს ძალიან პოზიტიური გეგმები. ჩვენ აუცილებლად მოვახერხებთ, რომ გადავლახოთ ეს რთული სიტუაცია. საქართველოს მომავალს გარედან ვერავინ განსაზღვრავს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს