თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე დაიხრჩო

თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქე, 26 წლის ლაშა მალანია დაიხრჩო. იგი ჩხოროწყუს სოფელ კირცხის მკვიდრი იყო. როგორც ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცი ზღვაში გუშინ ძლიერი შტორმის დროს დაიხრჩო.

„მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა შესაბამისი უწყება, რათა ცხედრის გადმოსვენება მოხდეს სამშობლოში. შემთხვევა რიზეს ოლქში, გუშინ მოხდა", - ამბობს დავით გოგუა.

ლაშა მალანია რიზეში სამუშაოდ იყო წასული.

იხილეთ ვიდეო: რა არის ცნობილი 26 წლის ქართველ ბიჭზე, რომელიც თურქეთში სამუშაოდ იყო წასული და ზღვაში დაიხრჩო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო