დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, წითელა-წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია 472 774 ადამიანმა ჩაიტარა.
;როგორც ~ინტერპრესნიუსს~ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ასაკობრივი კინტინგენტის 46–მა პროცენტმა აცრები უკე გაიკეთა. მათ შორის თბილისში აიცრა 41 655 ადამიანი, მოცვა - 15%-ს შეადგენს.
ამ პერიოდისათვის აღრიცხულია იმუნიზაციის შემდგომ განვითარებული არასასურველი მოვლენების 441 შემთხვევა, რაც აცრილთა საერთო რაოდენობის 0,09 პროცენტია. რეაქციების გამოვლინებათა შორის ყველაზე ხშირი იყო აცრაზე ემოციურ რეაქციასთან დაკავშირებული გულის წასვლა, ასევე აღინიშნებოდა შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, კანკალი, მუცლის ტკივილი, არტერიული წნევის ცვალებადობა, სუნთქვის გაძნელება, აგრეთვე ტემპერატურის მომატება.
;;წითელა-წითურას საწინააღმდეგო აცრების კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა 3 სხვადასხვა სერიული ნომრის (ძA19-X, ძA20-X, EU1067-X) ინდური წარმოების ((Serum Institute of India) წითელა-წითურას ვაქცინა. დღევანდელი მონაცემებით გვერდითი მოვლენები არ არის ასოცირებული რომელიმე კონკრეტულ სერიულ ნომერთან.
საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში აცრის შემდგომი რეაქციების სიხშირე, გამოვლინებები და სიმძიმე არ განსხვავდება სხვა ქვეყნების მონაცემებისაგან.
სადღეისოდ არსებული მონაცემების საფუძველზე ვაქცინის ხარისხსა და უსაფრთხოებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე 2008 წლის 18 ნოემბერს, 14.00 საათზე პრესკონფერენციას გამართავს, სადაც ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სრული და ზუსტი ინფორმაცია წითელა-წითურას ვაქცინაციის კამპანიის შესახებ.
პრესკონფერენციის დროს ვაქცინაცია ჩაუტარდება ცენტრის თანამშრომელთა შვილებს, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ აიცრნენ.