ვახტანგ წერეთელი - შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!

„ტვ პირველის" მფლობელი ვახტანგ წერეთელი პროკურატურაში მის დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც წერეთელი აღნიშნავს, ნებისმიერ კითხვაზე პასუხს მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით გასცემს.

„თუმცა, წინასწარ გეუბნებით, „ტვ პირველს არ მოგაგუდინებთ! ეს ტელევიზია არც არავის გავლენის ქვეშ გადავა და არც არავის ტრენდზე! შანსი გაქვთ ნული! ყველას ვერ დაიჭერთ! ყველას ვერ დააშინებთ!

ყველა შეტევას გავუძელით და ამასაც გავუძლებთ!", - წერს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურის მიერ "ტვ პირველის" მფლობელის, ვახტანგ წერეთელის გამოკითხვაზე დაბარების შესახებ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი. არაოფიციალური ინფორმაციით, წერეთელს საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით 8 აგვისტოს გამოკითხავენ. საკითხი ჯაფარიძე-ხაზარაძის საქმეზე დაწყებულ გამოძიებას ეხება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო