რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - ამბროლაურის კლინიკაში უკვე რეფერალური დახმარების ბრიგადა მუშაობს, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი

ამბროლაურის კლინიკაში უკვე რეფერალური დახმარების ბრიგადა მუშაობს, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნუგზარ ბოლქვაძემ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტროს კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომლის განხორციელების შედეგად, რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისები გაუმჯობესდება, მათ შორის საუბარია ნეონატოლოგიური სამსახურის გაძლიერებაზე.

„რაჭის რეგიონში სამედიცინო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს ჰოსპიტალური სექტორის, რეფერალური დახმარებისა და საბაზისო სერვისების გაუმჯობესებას. ამბროლაურში უკვე დადგა რეფერალური დახმარების ბრიგადა, დაემატა ქირურგი და რეანიმატოლოგი. რაც შეეხება ონს, დაიწყო ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება ლაბორატორიული ულტრათანამედროვე სამსახურის შექმნისათვის, რაც დასრულდება უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში. მაგალითად, შედეგად მოიტანა ის, რომ გუშინ გვქონდა 2 გადაუდებელი ოპერაცია, რომლებიც წარმატებით დამთავრდა და პაციენტები ადგილზე რჩებიან, არ დასჭირდათ სხვაგან გადაყვანა,“ - განაცხადა ნუგზარ ბოლქვაძემ. რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ამბროლაურში ამ დრომდე რეანომობილი არ იყო. ნუგზარ ბოლქვაძის განმარტებით, ახლა იქ მუდმივად იქნება 1 რეანომობილი, რომელიც რაჭას მთლიანად ფარავს.

„ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით იმუშავებს ყველა იმ რაიონში, სადაც მსგავსი პრობლემებია, რაც რაჭაში გამოვლინდა“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, რეანომობილით მომსახურების სერვისის გაუმართაობის გამო რაჭიდან ახალგაზრდა პაციენტის თბილისში გადაყვანა პრობლემა გახდა, რის გამოც მისი მდგომარეობა გართულდა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა