გრიგოლ ვაშაძე - 7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ კრემლმა, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყო  - რუსეთი ვერასდროს ჩამოირეცხავს ამ სირცხვილს

ამ სამარცხვინო სამხედრო აგრესიამ საქართველოს მოუტანა 500-ზე მეტი დაღუპული მოქალაქე, განადგურებული ინფრასტრუქტურა და საქართველო-რუსეთს შორის ერთხელ და სამუდამოდ დაღუპული ურთიერთობები,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა. "ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა" აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს.

„7 აგვისტო სიმბოლური თარიღია, თორემ რუსებმა, კრემლმა, პუტინმა ომი გაცილებით ადრე დაიწყო. 1 აგვისტოს უკვე სრულმასშტაბიანი ომი იყო გაჩაღებული. უკვე დაცლილი იყო ქართული სოფლები, უკვე დაძრული იყო იძულებით გადაადგილებული პირების ტალღა. ამ სამარცხვინო სამხედრო აგრესიამ საქართველოს მოუტანა 500-ზე მეტი დაღუპული მოქალაქე, განადგურებული ინფრასტრუქტურა და საქართველო-რუსეთს შორის ერთხელ და სამუდამოდ დაღუპული ურთიერთობები. რუსეთს კი ამან მოუტანა სამუდამო სირცხვილი. ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ ამ სირცხვილს, რაც არ უნდა ილაპარაკონ ერთმორწმუნეობასა და ერთობლივ ისტორიაზე,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა