გრიგოლ ვაშაძე ვატო წერეთელზე - ხელისუფლება მომავალი არჩევნებისთვის ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან ველის მოსუფთავებას იწყებს

მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან ველის მოსუფთავებას იწყებს, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

ვაშაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიება „ტვ პირველის“ ხმის ჩასახშობად მიზეზს იპოვის.

„რამდენი ხანი გავიდა 20 ივნისის მოვლენებიდან და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ თავისი შეცდომები გააანალიზოს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ველის მოსუფთავებას იწყებს ოპოზიციის ლიდერებისა და თავისუფალი მედიისგან. ჯერ იყო „რუსთავი 2“, რომელიც ხელში ჩაიგდო რეიდერმა ქიბარ ხალვაშმა. ის ისეთივე ბიზნესმენია, როგორც არჩილ თალაკვაძეა აკვალანგისტი. ახლა მიადგნენ „ტვ პირველს“. აუცილებლად ამოქექავენ რაღაცას იმისათვის, რომ კიდევ ერთი თავისუფალი ხმა ჩაახშონ საქართველოში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო