მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებენ და რუსეთს საქართველოს ოკუპაციაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომს იხსენებენ.

ყველა მათგანი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ოკუპაცია მოახდინა.

„საქართველოს წინააღმდეგ წინასწარ დაგეგმილი აგრესიიდან 11 წელი გავიდა. რუსეთი კვლავ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ანექსიასა და ოკუპაციას. სამწუხაროდ, გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, მას ყირიმი და დონბასი მოჰყვა“, - წერს სოციალურ ქსელში ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრიც.

„საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიის დაწყებიდან 11 წლის გასვლის შემდეგ მე კვლავ გავიმეორებ, რომ ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია უნდა დაასრულოს და ჯარები გაიყვანოს“, - ამბობს ედგარ რინკევიჩი.

აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა უშუალოდ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

„შეგახსენებთ 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიას. ლატვია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს რუსეთის მიერ საქართველოს უკუპაციად აფასებს

ბრიტანელი პარლამენტარი ჯონათან ჯანოგლიც.

„11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის უკანონო ოკუპაცია მოახდინა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპული და ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ სწრაფვას“, - წერს სოციალურ ქსელში ბრიტანელი პარლამენტარი ჯონათან ჯანოგლი.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო