გრიგოლ ვაშაძე - საჭიროა აფხაზებს დავანახოთ, რომ გვაქვს სახელმწიფო, გვყავს ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური პარლამენტი და არა „კლოუნების“ ჯოგი

არ გეგონოთ, რომ ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა შეხვედრისას რაიმე სერიოზულზე ლაპარაკობდნენ. ეს შეხვედრა იმისთვის არის საჭირო, რომ პუტინმა თავისივე ამომრჩეველს დაანახოს, არსებობს „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ - აფხაზეთი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრას.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ უნდა უპასუხოს ამ ნაბიჯს საქართველოს ხელისუფლებამ, გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ საჭიროა აფხაზებს დავანახოთ, რომ გვაქვს სახელმწიფო, გვყავს ნორმალური ხელისუფლება, ნორმალური პარლამენტი და არა „კლოუნების ჯოგი“.

„რაულ ხაჯიმბა არის საოკუპაციო რეჟიმის ხელძღვანელი. 11 წელი გავიდა ომიდან და 28 წელი აფხაზეთის ოკუპაციიდან. ეს არის პუტინის ხელდასმული საოკუპაციო რეჟიმი სოხუმში, რომელიც საქართველოს მრავალი ათასი მოქალაქის დაღვრილ სისხლზე დგას. არ გეგონოთ, რომ ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა შეხვედრისას რაიმე სერიოზულზე ლაპარაკობდნენ. ეს შეხვედრა იმისთვის არის საჭირო, რომ პუტინმა თავისივე ამომრჩეველს დაანახოს, არსებობს „დამოუკიდებელი სახელმწიფო“ აფხაზეთი.

აფხაზური თემის უამრავი წარმომადგენელი ხვდება, რომ მათი როგორც ეთნოსის ფიზიკური გადარჩენა საქართველოსა და ქართველების გარეშე შეუძლებელია. იციან, რომ ჩვენთვის აფხაზი ეთნოსის გადარჩენა ეს არის ჩვენი მორალური, ისტორიული და პოლიტიკური ვალდებულება. ეს ჩვენი ისტორიის პატივისცემაა. აფხაზურმა თემმა უნდა დაინახოს, რომ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს. ბახტაძე კი არ გვყავს პრემიერ-მინისტრად და 40 მილიონ დოლარს კი არ ვისვრით იმისთვის, რომ 2 დღით ლარი გავამყაროთ და ვიღაცამ ამ სპეკულაციით ფული გააკეთოს. არამედ აფხაზებბმა უნდა დაინახონ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, გვყავს ნორმალური პარლამენტი და არა ეს კლოუნების ჯოგი, რომელიც იქ „ქართულმა ოცნებამ“ შეყარა, მოფიქრებული გვაქვს საგარეო პოლიტიკა და რაც მთავარია, როგორც ერი გაერთიანებული ვართ ჩვენს შიდა და გარე პოლიტიკურ მიზნებში,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა