დავით ბაქრაძე - მოდით, ნუ ვითამაშებთ გულუბრყვილობანას და ნუ ვიტყვით, რომ ყველაფერი დასრულდა და რუსეთთან ურთიერთობა ავაწყეთ

სიმბოლურია, რომ ვლადიმერ პუტინმა შეხვედრა დაამთხვია სწორედ აგრესიის მე-11 წლისთავს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აგრესია არ დამთავრებულა და ოკუპაცია გრძელდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ბაქრაძე აღნიშნავს, ქართველებმა თავი არ უნდა მოვიტყუოთ და არ უნდა ვთქვათ, რომ რუსეთთან ურთიერთობები აეწყო.

"რუსეთი და მისი პრეზიდენტი აგრძელებს ქართული სახელმწიფოს დასუსტებას და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას ყველა შესაძლო საშაულებით. სიმბოლურია, რომ ეს შეხვედრა დაამთხვია სწორედ აგრესიის მე-11 წლისთავს, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ აგრესია არ დამთავრებულა და ოკუპაცია გრძელდება. თუ ამას აჩვენებს პუტინი, მითუმეტეს ეს უნდა გვესმოდეს ქართველებს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ იმაზე ფიქრით, რომ თუ ჩვენ, ჩვენი გადასახადის გადამხდელების ფულით დავაფინანსებთ რუსების ფრენას საქართველოში, ამით რამე შეიცვლება. რა თქმა უნდა, კარგია ტურიზმიც და ვაჭრობაც, მაგრამ თვითონ პუტინი გვეუბნება ამ შეხვედრით, რომ ის აგრძელებს აგრესიას, რომ ის აგრძელებს ოკუპაციას, რომ ის ფიქრობს დამატებით ზიანზე, მათ შორის თუნდაც სოხუმის აეროპორტის გახსნაზე. მოდით, ამ პირობებში ნუ ვითამაშებთ გულუბრყვილობანას და ნუ ვიტყვით, რომ ყველაფერი დასრულდა და რუსეთთან ურთიერთობა ავაწყეთ. ვერ ავაწყეთ და ვერ ავაწყობთ იქამდე, ვიდრე რუსეთი არ შეწყვეტს ოკუპაციას და არ გავა საქართველოდან", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის