ლევან ბოძაშვილი - რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის საფრთხის წინაშე ვართ და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს

რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ ყოველთვის საფრთხის წინაშე ვართ, ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილმა მოადგილე ლევან ბოძაშვილმა განუცხადა და დასძინა, რომ რუსეთი აგრესული პოლიტიკას არასდროს შეცვლის.

მისივე თქმით, ის, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა არ მიმდინარეობს, არ ნიშნავს, რომ საქართველო კვლავ არ იმყოფება პრაქტიკულად, საომარ მდგომარეობაში რუსეთთან. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს არა მხოლოდ ჰიბრიდული ომი საქართველს წინააღმდეგ, არამედ ფაქტობრივად, სახეზეა ყოველდღიური ოკუპაცია საქართველოს ტერიტორიისა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც არ აქვთ სურვილი, რომ ამ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან და პირიქით ცდილობენ, რომ ოკუპაციის შეფასება რუსეთის მიმართ აღარ იყოს და ამოღებული იყოს. ეს არის ჩვენი ტრაგედია, დღევანდელ დღეს, 11 წლის შემდეგაც კი და ამ ტრაგედიას ყველა წინ უნდა აღვუდგეთ, ყველა საშუალებით.

პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, იმისთვის, რომ რუსეთის აგრესიას გავუმკლავდეთ, სახელმწიფო უნდა იყო სტაბილური, სახელმწიფო იყოს ეკონომიკურად განვითარებული, გვქონდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და ის იყოს ძლიერი. ეს ყველაფერი კი რუსეთის ინტერესებში არ შედის. უამრავი მაგალითია იმის, თუ როგორ ერძვის რუსეთი და მისი რბილი ძალა ყველა გეოსტრატეგიულ პროექტს საქართველოში, მათ შორის ანაკლიას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, როგორ სურს რუსეთს, საქართველოში არ მოხდეს რაიმე სახის განვითარება, რომ ჩვენი ოსი და აფხაზი ძმების თვალში არ წარმოჩინდეს საქართველო ეკონომიკურად განვითარებულ ძლიერ სახელმწიფოდ. ამ მუდმივი აგერსიულობით, ამ მუდმივი კონფლიქტის ესკლაციისს საფრთხით ცდილობს შეაფერხოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია სამომავლოდ“, - განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, ვინ დაიწყო ომი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის თქმით, ამ თემაზე საუბარი და მსჯელობა წამგებიანი ნარატივია და დროულად უნდა შეიცვალოს.

„საქართველო ომს ვერანაირად ვერ დაიწყებდა, მითუმეტეს საერთაშორისო სამართლებრივად. ეს ომი ინიცირებული და პროვოცირებულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან და დღევანდელ მოცემულობაში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვიმსჯელოთ იმ დროინდელი ხელისუფლების არაადეკვატურ საქციელზე, რაც საერთოდ არ არის დღეს რელევანტური. საგარეო და რუსული საფრთხის წინაშე ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ვიყოთ გაერთიანებული და არ შეიძლება ორმაგი აზრი არსებობდეს ამ საკითხზე, საერთოდ ეს მსჯელობაც კი, თუ ვინ დაიწყო ომი, არის სპეცსამსახურების მიერ ინცირებული და ამდენი წლის განმავლობაში ბევრი ე.წ სასარგებლო იდიოტი ნებსით თუ უნებლიეთ ჰყვება მას და შემდეგ მიდის მსჯელობა. ეს არის სირცხვილი. ეს არის აბსოლუტურად წამგებიანი ნარატივი და ეს ნარატივი უნდა შევცვალოთ,“ - დასძინა ბოძაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებულ მოვლენებს ექსპერტები აფასებენ

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
„აჩუქე დედას“ – „სილქნეტის“ 1+1 შეთავაზება 3 მარტს
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს