ვლადიმერ ზელენსკი  - ვესაუბრე ვლადიმერ პუტინს და ვუთხარი, რომ ეს არ არის ის, რაც მშვიდობის დამყარებასთან მიგვაახლოებს

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც დონეცკში არსებული ვითარება განიხილეს. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან თავად ვლადიმერ ზელენსკიმ გააკეთა.

„დღეს დილით ვესაუბრე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს“, - განაცხადა ზელენსკიმ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტმა დონბასში ოთხი უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მოიწვია.

“მე მას ვუთხარი, რომ ეს არ არის ის, რაც მშვიდობის დამყარებასთან მიგვაახლოებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, პუტინს სთხოვა, ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რომ „მკვლელობები შეწყდეს.“

სამშაბათს, ზელენსკიმ მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რაც შეიძლება მალე მოაწყონ შეხვედრა, რათა განიხილონ ოთხი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის საკითხი, რაშიც კიევი თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციას ადანაშაულებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა