მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ხორბლის ფასის მკვეთრი ზრდა  მოსალოდნელი არ არის

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ ხორბლის რადიკალურ გაძვირებას არ უნდა ველოდოთ.

როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხორბლის ფასების კუთხით საქართველო მსოფლიო ფასებზეა დამოკიდებული და არსებული ტენდენციის გათვალისწინებით, ხორბლის რადიკალური გაძვირება მოსალოდნელი არაა.

„სამწუხაროდ, ხორბლის ფასების მდგენელი არ არის ადგილობრივ ხორბლის წარმოებაზე დამოკიდებული. ჩვენ დამოკიდებული ვართ მსოფლიო ფასებზე, მსოფლიო ფასებთან დაკავშირებით მიმდინარე დინამიკა გამორჩეულია იმით, რომ არცთუ ძალიან მაღალი მოსავალია ჩვენს მიმდებარე რეგიონებში. თუმცა, საფასო პოლიტიკის თვალსაზრისით განსაკუთრებული რყევები და ზრდა ჯერჯერობით არ შეინიშნება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენ რადიკალურ გაძვირებას და მსგავს ღონისძიებებს არ უნდა ველოდოთ. თუმცა, მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ეკონომიკა ეს არის ხორბლის შემთხვევაში მთლიანად დაფუძნებული იმპორტულ პროდუქციაზე, ამიტომ მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები ბუნებრივია გავლენას მოახდენს ქვეყნის შიგნით არსებულ საფასო პოლიტიკაზე“,-აცხადებს ხანიშვილი.

კითხვაზე, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე მოსალოდნელია თუ არა ხორბლის გაძვირება, ხანიშვილი აცხადებს, რომ თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის ფასი გაიზრდება, ლარი რომც გამყარდეს, ფასების ზრდა მაინც მოხდება.

„ეკონომიკაში ძალიან ბევრი რამაა ერთმანეთზე დამოკიდებული, მაგრამ მათ შორის ყველაფერი ლარის კურსზე ნამდვილად არ არის დამოკიდებული. საფასო პოლიტიკის ძალიან ბევრ კომპონენტიანი მდგენელია, მათ შორისაა ლარის კურსი. თუკი ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე შემცირდება და სტაბილურად იქნება დაბალი ფასები, მაშინ ლარის ასეთი კურსის პირობებში არ არსებობს წინაპირობა, რომ სადღაც მკვეთრ გაძვირებას ველოდოთ. თუ მსოფლიო ბაზარზე ფასები გაიზარდა, ლარი ბევრად უფრო მყარიც რომ იყოს, მაშინ მოსალოდნელი იქნება მისი გაძვირება. მოხმარების 85% იმპორტულ ხორბალზეა დამოკიდებული, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავზარდოთ ადგილობრივი წარმოება“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ხობლის დეფიციტი არ არის და საიმპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია რუსეთის და ყაზახეთის მიმართულებით, ასევე ხორბლის იმპორტი განიხილება უკრაინიდანაც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა