თელავის სასამართლოში ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის 24 წლის შვილიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

თელავის რაიონულ სასამართლოში, ყანდაურაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ომარ გამყრელიძის 24 წლის შვილიშვილის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრება.

პროცესი მხარეებმა, შუამდგომლობების დაყენებით დაიწყეს, სადაც დაცვის მხარემ გამოკითხვის რამდენიმე ოქმის სადაოდ ცნობა მოითხოვა.

ადვოკატი გილერი ენდელაძე ასევე სადაოდ მიიჩნევს საქმის გამომძიებლების, ექსპერტების და ბრალდებულის გამოკითხვის ოქმებს და მათი სასამართლოზე დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა.

ბრალდების მხარემ კი მოსამართლეს განუმარტა, რომ საქმეზე ჩატარებულია რამდენიმე ექსპერტიზა, მათ შორის ბიოლოგიური და ბალისტიკური. პროკურორმა ვლადიმერ ბექიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, ექსპერტიზის დასკვნა დაშვებული იყოს, როგორც მტკიცებულება და დაიკითხონ ექსპერტები.

საქმეს მოსამართლე თამარ კაპანაძე განიხილავს.

შეგახსენებთ, ყანდაურაში მკვლელობა მიმდინარე წლის 3 მაისს მოხდა, სადაც 4 ადამიანი მოკლეს.

მკვლელობიდან ორ დღეში, საგარეჯოს პოლიციამ, უმცროსი ომარ გამყრელიძე საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვის ბრალდებით დააკავა.

ამასთან, როგორც ცნობილია, ომარ გამყრელიძეს ცოლის, შვილის, რძლის და ნათესავის მკვლელობის ბრალდება მოეხსნა და ბრალის დაზუსტების შემდეგ, მას გამოძიება არა მკვლელობას, არამედ მკვლელობაში დახმარებას ედავება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა