პაატა ბურჭულაძე - ვიწროპარტიული ინტერესებით კვლავ გრძელდება საქართველოს დაზიანება და ომის დაწყებაში დადანაშაულება

ვიწროპარტიული ინტერესებით, კვლავ გრძელდება საქართველოს დაზიანება და დადანაშაულება ომის დაწყებაში, რაც ერთადერთ მიზანს უწყობს ხელს - დუმის მიერ საქართველოს გენოციდის მომწყობ ქვეყნად გამოცხადებას,- ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს პერიოდსაც იხსენებს და აცხადებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავდა საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო რანგის ვარსკვლავების ჩამოსვლა.

“ივანიშვილის ხელისუფლება ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავდა საქართველოსთვის აგვისტოს ომის შემდეგ მსოფლიო რანგის ვარსკვლავების ჩამოსვლა ფონდ „იავნანას“ ეგიდით და სანთლების ფონზე ვერდის „რეკვიემის“ შესრულება ხალხით გადაჭედილ სპორტის სასახლეში. ისინი ვერასდროს შეაფასებენ აღიარებული ტენორის რამონ ვარგასის გმირობას, რომელიც რამდენიმე საათით ჩამოფრინდა ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და აქციის დასრულების შემდეგ, მაშინვე გაემგზავრა მეტროპოლიტენ ოპერაში სეზონის გასახსნელად. უზომოდ მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება ჩემი კოლეგების, ისინი ჩამოვიდნენ უსამართლოდ დაჩაგრული ქვეყნის მხარდასაჭერად, მეორე დღეს რამდენიმე მათგანი გორში წამოვიდა ჩემთან ერთად დაზარალებულების დასახმარებლად. და დღეს რა განცხადებები კეთდება? ვიწრო პარტიული ინტერესებით, კვლავ გრძელდება საქართველოს დაზიანება და დადანაშაულება ომის დაწყებაში, რაც ერთადერთ მიზანს უწყობს ხელს - დუმის მიერ საქართველოს გენოციდის მომწყობ ქვეყნად გამოცხადებას. დიდი იმედი მაქვს ჩემს კოლეგებს, ვინც 2008 წელს საკუთარი კეთილდღეობით გარისკა და ჩვენთან ჩამოსვლით მხარი დაუჭირა საქართველოს, ამ სამარცხვინო განცხადებებს არ უთარგმნიან,- წერს პაატა ბურჭულაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა