მარიამ ქვრივიშვილი რუმინელ და ყაზახ ჟურნალისტებს შეხვდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით და კომპანია „რომპეტროლის“ ორგანიზებით, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან საქართველოს ჟურნალისტთა ათკაციანი ჯგუფი ეწვია.

პრესტურის მონაწილეებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა და “რომპეტროლ საქართველოს” გენერალური დირექტორი ზამანბეკ მირზაიანოვი შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, რუმინელი და ყაზახი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისის ისტორიულ უბნებს დაათვალიერებენ, ესტუმრებიან კახეთს, სადაც მედიის წარმომადგენლებისთვის ღვინის დეგუსტაცია გაიმართება.

ტურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ კერძო სექტორთან ერთად, ამ შემთხვევაში „რომპეტროლთან“ ერთად, ვმასპინძლობთ წამყვან რუმინელ და ყაზახ ჟურნალისტებსა და ბლოგერებს. მათ ვაჩვენებთ, თუ როგორი ლამაზია ჩვენი ქვეყანა და რამხელა ტურისტული პოტენციალი გააჩნია საქართველოს, როგორც ოთხსეზონიან ტურისტულ მიმართულებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ როგორც ყაზახეთში, ასევე რუმინეთში ხალხს გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები და უმნიშვნელოვანესია, ხაზი გავუსვათ, რომ საქართველო არის უსაფრთხო ტურისტული მიმართულება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა