ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს

ყირგიზეთის ექსპრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი სამართალდამცველებმა დააკავეს. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მომხრეებმა განაცხადეს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ კოი-ტაშში, სადაც ატამბაევი ცხოვრობს, სპეცოპერაცია დაიწყო. რეზიდენციაში სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა და ისმოდა სროლის ხმები.

ატამბაევის მრჩევლის კუნდუზ ჟოლდუბაევას განცხადებით, სპეცოპერაციის შედეგად არიან დაჭრილებიც. ექსპრეზიდენტის რეზიდენციის ირგვლივ მილიციის რამდენიმე ასეული თანამშრომელია მობილიზებული.

რეზიდენციაზე შტურმის შედეგად, დაშავებული ადამიანების რაოდენობა 10-ს აჭარბებს.

ყირგიზეთის პარლამენტმა 20 ივნისს ქვეყნის პროკურატურას ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებების ნუსხა გადასცა, რომელთა შორის, ატამბაევს კორუფციაშიც სდებენ ბრალს. ატამბაევმა პარლამენტის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტს 2011-2017 წლებში იკავებდა.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა