აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე - 2008 წელს რუსეთის შეჭრამ საქართველოში დაანგრია ილუზიები, რომ 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური მოქმედება საერთაშორისო პრინციპების მიხედვით წარიმართებოდა

2008 წლის შემდეგ რუსეთის მოქმედებებმა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში აჩვენა, რომ იმან, რაც საქართველოში 11 წლის წინ მოხდა, დღეს გეოსტრატეგიული რეალობა შეცვალა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ კავკასიისა და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში ჯორჯ კენტმა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ყველამ ერთად უნდა იმუშაოს იმაზე, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიდგინოს.

„2008 წელს რუსეთის შეჭრამ საქართველოში დაანგრია ილუზიები, რომ 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური მოქმედება გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ნორმების, ევროპის თუ ეუთოს, ჰელსინკის აქტის პრინციპების მიხედვით წარიმართებოდა. ქვეყანა მისი მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრა, ყველანაირი წინაპირობის გარეშე, დაიკავა და აგრძელებს მისი ტერიტორიის ოკუპაციას.

ზოგი ამბობდა, რომ ეს ქართველების ბრალია, რომლებიც ქართულად იქცევიან, რაც უბრალოდ არასწორი იყო. ქართველები ამბობდნენ, რომ ჩვენ პირველები ვართ და რომ ეს თამაშის ახალი წესებია. რუსეთის შემდეგმა მოქმედებებმა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში აჩვენა, რომ იმან, რაც საქართველოში 11 წლის წინ მოხდა, დღეს გეოსტრატეგიული რელობა შეცვალა. დღეს ჩვენ ყველამ - ქართველებმა, ამერიკელებმა და სხვებმა - უნდა ვიმუშაოთ ერთად, რომ საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიდგინოს “, - განაცხადა ჯორჯ კენტმა.

ინფორმაციას „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო