სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების პატივის მისაგებად შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორ, I რანგის კაპიტან თემურ კვანტალიანთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, სასაზღვრო პოლიციის უფროსთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა, ასევე, ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა კურდღელიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ აკაკი დარჯანიამ.

„აგვისტოს ომში დაღუპული გმირებისთვის პატივის მისაგებად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა შავ ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. ღონისძიებას გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, ასევე, უკრაინის საელჩოსა და საზღვაო ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, სანაპირო დაცვისა და სამხედრო–საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურა და ფლოტი ნაწილობრივ განადგურდა. რუსეთის საოკუპაციო ძალების აგრესიის შედეგად, ფოთის ბაზაზე, დაიღუპა 5 (საზღვაო კაპრალი ზვიად ბარბაქაძე, საზღვაო კაპრალი თემურ ფიჩხაია, საზღვაო კაპრალი ზვიად დათუაშვილი, საზღვაო კაპრალი გიორგი ღვინჯილია, კაპიტან-ლეიტენანტი თეიმურაზ ჭიტაძე) და დაიჭრა საზღვაო ძალების 35-მდე წარმომადგენელი,”-აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა