მამუკა მდინარაძე - არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ შეიძლება იყოს რომელიმე ადამიანის გამოკითხვაზე დაბარებაში, გამორიცხულია

იცით ხოლმე, რომ ძალიან ვერიდები შედარებებს და ალეგორიებს, მითუმეტეს დროში შედარებებს, მაგრამ 2012 წლამდე დაჭერაზე არ ჩნდებოდა კითხვები და ახლა გამოკითხვაზე ჩნდება კითხვები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთელის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მდინარაძე აცხადებს, რომელიმე ადამიანის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით პოლიტიკური ინტერესების არსებობა გამორიცხულია.

„ზოგადად, კითხვის დასმა არის ლეგიტიმური და კითხვებზე, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს მოქმედების მიმართ არსებობს, ამაზე საგამოძებო ორგანომ უნდა გასცეს პასუხი. ამაზე მე ის პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ შეიძლება იყოს რომელიმე ადამიანის გამოკითხვაზე დაბარებაში, გამორიცხულია.

ასეთი კითხვები, სამწუხაროდ, 2012 წლამდე დაჭერების მიმართ არ უჩნდებოდათ იმ ხალხს, ვისაც დღეს უჩნდება. დროში დამთხვევები იყო, წმინდა პოლიტიკური ინტერესები იყო, რომელიც ხელისგულზე ჩანდა, ფაქტობრივი გარემოებები იყო, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ დაჭერა იყო წმინდა პოლიტიკური და დღეს ადამიანს თუ გამოკითხვაზე დაიბარებენ, თუ რაიმე გამოძიება მიმდინარეობს, ამაზე უჩნდებათ უმკაცრესი კითხვის ნიშნები. ესაა უბრალოდ რეალობა, რომელსაც თვალებში უნდა შევხედოთ,“- განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი სასამართლოში სავარაუდოდ, დღეს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, „ტვ პირველის“ დამფუძნებლის ვატო (ვახტანგ) წერეთლის საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე დაბარება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2018 წლის 2 აგვისტოს დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება, რომელზეც ბრალი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, ფულის გათეთრების მუხლით აქვთ წაყენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა