ლიტვის დედაქალაქში ერთადერთი სინაგოგა უსაფრთხოების მიზნით დაიხურა

ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში არსებული ერთადერთი სინაგოგა ებრაული მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაიხურა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილება შექმნილი დაძაბულობის გამო მიიღეს, რაც გამოიწვია ადგილობრივი ხელისუფლების განზრახვამ - ერთ-ერთი ქუჩისთვის, რომელიც ჰიტლერის მოკავშირის სახელს ატარებს, სახელწოდება შეეცვალათ.

ლიტვის ებრაული საზოგადოების თავმჯდომარის, ფაინა კუკლიანსკის, განცხადებით, „ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია გამუდმებით ცდილობს ლიტველი ებრაელების მასობრივი მკვლელები ეროვნულ გმირებად გამოაცხადონ.“

Times of Israel-ის ინფორმაციით, კაზის სკირპას ქუჩის სახელის გადარქმევამ და ნაცისტების მოკავშირის - ჯონს ნორეიკას მემორიალური დაფის აღებამ ლიტველი ნაციონალისტების განრისხება გამოიწვია.

ფაინა კუკლიანსკის განცხადებით, არსებულმა დაძაბულობამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ებრაული საზოგადოების უსაფრთხოების საკითხი, რის გამოც აუცილებელი გახდა სინაგოგისა და ლიტვის ებრაული საზოგადოების ცენტრის დახურვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა