გრიგოლ ვაშაძე - საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია ზუსტად იმიტომ დაიწყო, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამან მოსახლეობას საშუალება მისცა, ომის ზონა დაეტოვებინათ

საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ ყველა ზომა გამოიყენა, რომ ვითარების ესკალაცია არ მომხდარიყო.

„ჩვენ მივმართეთ აბსოლუტურად ყველა დიპლომატიურ და პოლიტიკურ ზომას იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ვითარების ესკალაცია და არ დაწყებულიყო ის ტრაგედია, რომელმაც საქართველოში შეიწირა ასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე, მძიმედ დააშავა 1700-ზე მეტი მოქალაქე, გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მოსპო საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობების გაუმჯობესების თითქმის ყველა პერსპექტივა და ჩიხში შეიყვანა ეს ურთიერთობები. საქართველომ 7 აგვისტოს სამხედრო ოპერაცია დაიწყო ზუსტად იმიტომ, რომ დაეცვა თავისი მოქალაქეები და ამ დაწყებულმა ოპერაციამ მისცა საშუალება საქართველოს მოქალაქეებს, ომის ზონა დაეტოვებინათ“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვაშაძის თქმით, სრულმასშტაბიანი ომი ივლისის ბოლოს უკვე დაწყებული იყო.

„ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ 7 აგვისტოზე, როგორც ტრაგედიულ თარიღზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სრულმასშტაბიანი ომი დაწყებული იყო უკვე ივლისის ბოლოს.

საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთი ე.წ. „ქართული ოცნების“ ნარატივს იყენებს, საკმარისია გავიხსენოთ მოქალაქე ზურაბიშვილის წიგნის ფრაგმენტები ჰააგის სასამართლოში ციტირებას განიცდიან და ერთ-ერთი არგუმენტი რუსეთის ფედერაციის სწორედ ამ წიგნის ფრაგმენტებია“,- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა