გრიგოლ ვაშაძე - თუ საქართველომ ისე იმუშავა, როგორც საჭიროა, არ არსებობს არც საერთაშორისო ორგანიზაცია, არც სასამართლო, არც გამოძიება, რომელიც სხვაგვარად შეაფასებს აგვისტოს მოვლენებს

თუ საქართველომ ისე იმუშავა, როგორც საჭიროა, რა თქმა უნდა, არ არსებობს არც საერთაშორისო ორგანიზაცია, არც სასამართლო, არც გამოძიება, არც პოლიცია, რომელიც სხვაგვარად შეაფასებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთის დავის შესახებ საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების განცხადებები, საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება.

„რამდენიმე დაბრკოლება არსებობს - პირველი ის, რომ რუსეთი ამ გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მეორე არის ის, რომ ოკუპირებულ რეგიონებთან წვდომა არ აქვს ქალბატონ ბენსუდას და მის ჯგუფს. მესამე საკითხია, რომ რიგითი მოქალაქის მოსაზრებით ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ გვაქვს კარგად მოფიქრებული კურსი. თუ ჩვენ ჰააგის სასამართლოში ვიცავთ იმ უეჭველ და უდავო ფაქტს, რომ სწორედ რუსებმა მოახდინეს საქართველოს წინააღმდეგ ფართობმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, მაშინ 7 აგვისტოს განცხადებები, რომლითაც საზოგადოების წინაშე „ქართული ოცნება“ წარსდგა, ამას არ ნიშნავს. თუ ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური ბრძოლისთვისაა გამოყენებული და მათ საარჩევნო კამპანია დაიწყეს იმ პირობებში, როცა არ შეუძლიათ საუბარი განადგურებულ ეკონომიკაზე, იატაკზე დაცემულ ლარზე, მასობრივ ემიგრაციაზე, კატასტროფულ დემოგრაფიაზე და ამიტომ აირჩიეს ეს თავისი ექსპერტების ჭკუით თავისთვის მომგებიანი საკითხი, მაშინ რატომ ჰგონიათ, რომ გარედან არ ისმენენ ამ განცხადებებს? მოლოდინი, თუ საქართველომ ისე იმუშავა, როგორც საჭიროა, რა თქმა უნდა, არ არსებობს არც საერთაშორისო ორგანიზაცია, არც სასამართლო, არც გამოძიება, არც პოლიცია, რომელიც სხვაგვარად შეაფასებს ამ მოვლენებს“,- განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა