სოფო ვერძეული - "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა

ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის "ტვ პირველის" საკითხი, მედიის და ჟურნალისტების პროფესიული დამოუკიდებლობის საკითხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენელმა სოფო ვერძეულმა განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ტვ პირველის" დამფუძნებლის, ვახტანგ წერეთლის გამოკითხვაზე დაბარებას.

ის ასევე გამოეხმაურა მამუკა ხაზარაძისთვის ბრალის წარდგენას და აღნიშნა, რომ პროკურატურის ეს გადაწყვეტილება საეჭვოდ ემთხვევა ხაზარაძის განცხადებებს პოლიტიკური აქტივობების შესახებ.

"ეს გამოკითხვა, რომელიც არსებითად უკავშირდება მამუკა ხაზარაძის და "თიბისი ბანკის" თემას, გაცილებით კომპლექსურია, მაგრამ ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის "ტვ პირველის" საკითხი, მედიის და ჟურნალისტების პროფესიული დამოუკიდებლობის საკითხი. ამიტომ ეს საქმე ამ კუთხით უნდა იყოს განსაკუთრებული ყურადღების საგანი. ზოგადად "თიბისი ბანკის" საქმესთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა და არ იქნება უცნაური, თუ ვიტყვით, რომ ის განცხადებები, რომელიც მამუკა ხაზარაძის მხრიდან წინ უძღოდა პროკურატურის გადაწყვეტილებას, ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდის იყო პროკურატურისთვის საკმარისი საფუძველი შექმნილი იმისთვის, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიეღო და რატომ მოხდა ასეთი დამთხვევა ხაზარაძის განცხადებების შემდეგ. ამ საქმეს სჭირდება დაკვირვება, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია "ტვ პირველის" სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხი, რომლის მიმართაც არანაირი კითხვა არ უნდა გაჩნდეს,"- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.02.2020
ხათუნა ბურკაძე - საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი დასაჩქარებელი და ბუქარესტის სამიტის თითქმის 12-წლიანი დაპირებები შესასრულებელია
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ