მიხეილ სააკაშვილი - ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით, იყო ის, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით, ჩვენი შიში ქრონიკული გახდა

არავის სურს პრობლემები და დასავლელი პოლიტიკოსების ძირითადი ინსტიქტიც ის გახლავთ, რომ ერიდონ, დააიგნორონ პრობლემები, ან თავი ისე წარმოაჩინონ, თითქოს მათ ვერ ხედავენ, ან ეს პრობლემები არარეალურია, - ამის შესახებ საქართველოს ექს -პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, როდესაც ჟურნალისტმა კითხვა აგვისტოს ომის დროს დასავლეთის რეაქციაზე დაუსვა.

კითხვაზე, გაუცრუა თუ არა დასავლეთმა მას იმედები ამ წლების განმავლობაში, სააკაშვილმა უპასუხა, რომ დასავლეთის მიმართ თავდაპირველი ენთუზიაზმი გაუქრა, თუმცა დღესაც მიიჩნევს, რომ დასავლელი ლიდერები მაინც საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში.

„ზოგჯერ ისინი ფარისევლობას იჩენენ, აქვთ ორმაგი სტანდარტები. თუმცა ისინი საუკეთესოები არიან თანამედროვე სამყაროში,“ - აღნიშნა სააკაშვილმა და ასევე დასძინა: „ერთ-ერთი შეცდომა, რაც დავუშვით ის იყო, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით. ჩვენი შიში ქრონიკული გახდა და ჩვენ მზად არ ვიყავით იმისთვის, რაც მოხდა. ძალიან დაძაბული ვიყავით“.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო