მიხეილ სააკაშვილი - ომის დროს ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა

საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის მაშინდელი თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი „ნიკოლა სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა“.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის მოქმედებას, სააკაშვილი IWPR-სთვის მიცემულ ინტერვიუში პასუხობს, რომ როგორც „ძალიან ცუდს.“

„სარკოზი ჯამბაზივით იქცეოდა. ის იყო ძალიან არაკომპეტენტური… სარკოზის წყენა ამერიკის მიმართ, აღმოსავლეთ ევროპელების მიმართ ნიშნავდა, რომ იგი ამერიკელების როლის დაქვეითებას ცდილობდა. ამერიკელებს არ სურდათ, რომ ეს მისია მას შეესრულებინა. სარკოზიმ, ფაქტობრივად, მოახერხა და ამერიკელები დიპლომატიური პროცესისგან ჩამოაშორა და ორმაგი თამაში ითამაშა. მოდით ვთქვათ, რომ ამ მისიის კარგი, პოზიტიური მხარე რუსეთისთვის ჯარის გაყვანის დავალდებულებაა, თუმცა მეორე მხრივ იმდენი ცუდი შედეგი მოჰყვა: ამერიკელების ჩამოშორება, რუსეთისთვის უსაფრთხოების ზონების მიცემა, მათთვის გარკვეული ლეგიტიმური როლის მინიჭება და სარკოზის საქციელის ყველაზე ცუდი ნაწილი კი ის იყო, რომ მან ეს შეთანხმება რამდენიმე თვეში დაივიწყა. მან ის მისტრალებში გაცვალა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი აგვისტოს ომის პერიოდში გერმანიის პოზიციაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ „გერმანელებმა რუსებს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს“.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილიეთ ბმულზე

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო