ანრი ოხანაშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს შეხვდა. შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს შეეხებოდა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, კომიტეტის მიზანია, რომ მას შემდეგ, რაც იუსტიციის საბჭო პარლამენტს კანდიდატთა სიას წარუდგენს, პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს. მისივე თქმით, გამჭვირვალობის აუცილებლობასთან დაკავშირებით, მისი და მესამე სექტორის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა.

„ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დისკუსია შედგა. საინტერესო იყო მათგან პიზიციების მოსმენა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ სუბიექტთან, ვინც ამ პროცესს თვალს ადევნებს, იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თუ სხვა დაინტერესებული მხარეები, გვქონდეს დიალოგი, გავცვალოთ პოზიციები და მოვუსმინოთ ერთმანეთს. ჩვენი მიზანია, კომიტეტმა მაქსიმალურად გახსნილად და გამჭვირვალედ წარმართოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი, უზრუნველვყოთ პროფესიული თვალსაზრისით ყველა იმ ადამიანის ჩართულობა, ვინც დაინტერესებულია ამ საკითხით. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ღირსეული კანდიდატების შერჩევა მოხდეს უზენაეს სასამართლოში.

ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი წარიმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და გახსნილად, უზრუნველყოფილი იყოს ჩართულობა. არის საკითხები, რომელსაც სჭირდება შეჯერება და კიდევ ერთი შეხვედრა მოგვიწევს, სადაც უკვე საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით, რა ფორმით წარმოგვიდგენია კომიტეტში ამ პროცესის წარმართვა,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა