გიგი წერეთელი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, გიგი წერეთელმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, იოს დაუმასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, პარლამენტის წევრმა ჰოლანდიელ დიპლომატს საქართველოში მისი საქმიანობის პერიოდში განხორციელებული აქტივობების გამო მადლობა გადაუხადა და ყურადღება ნიდერლანდების სამეფოს მიერ საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერაზე გაამახვილა. შეხვედრაზე მხარეები საქართველო-რუსეთის აგვისტოს ომის საკითხებს შეეხნენ. გიგი წერეთელმა ელჩს, რომელიც 2008 წელს დიპლომატიურ საქმიანობას რუსეთის ფედერაციაში ახორციელებდა, 11 წლის წინ განვითარებული მოვლენები გააცნო.

„შეხვედრაზე, დღევანდელი დღიდან გამომდინარე, ვისაუბრეთ იმ მძიმე ვითარებაზე, რაც არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და 2008 წლის მოვლენები მიმოვიხილეთ. ნიდერლანდების სამეფოს ელჩს აგვისტოს ომის დაწყების შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენები გავაცანი და 9 აგვისტოს შექმნილი დახმარების საკოორდინაციო ცენტრის საქმიანობაზე ვისაუბრე, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და რომლის ფუნქციასაც დევნილი მოსახლეობის დახმარება და მათი განსახლების საკითხების უზრუნველყოფა წარმოადგენდა“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

პარლამენტის წევრი ჰოლანდიელი დიპლომატის მომავალ საქმიანობასაც შეეხო. აღინიშნა, რომ იოს დაუმასთან, რომელიც რწმენისა და რელიგიური თავისუფლების საკითხებში ჰოლანდიის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა თანამშრომლობას ახალ ფორმატში გააგრძელებს. გიგი წერეთლის განცხადებით, ეუთოში ადამიანის უფლებების განზომილება მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და საპარლამენტო ასამბლეაში აღნიშნულ საკითხებს ამერიკელი სენატორი კურირებს, შესაბამისად, ჰოლანდიის სპეციალურ წარმომადგენელთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს