გიგა ბოკერია - სააკაშვილი პრობლემა არის ხოლმე იმიტომ, რომ თავისი გამონათქვამებით ბინძურ კამპანიაში ივანიშვილს ეხმარება

სააკაშვილი პრობლემა არის ხოლმე იმიტომ, რომ თავისი გამონათქვამებით ბინძურ კამპანიაში ივანიშვილს ეხმარება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლებას აძლიერებს ქვეყნის შიგნით, მაგრამ 2012 წლის არჩევნები იყო დემოკრატიული არჩევნები, რომლებშიც ისინი დამარცხდნენ და „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო.

„სააკაშვილი პრობლემა არის ხოლმე იმიტომ, რომ თავისი გამონათქვამებით ბინძურ კამპანიაში ივანიშვილს ეხმარება. მაგალითად, ბოლოს თქვა, რომ 2008- ში რაც ვერ შეძლო რუსეთმა 2012 - ში მოახერხესო, რაც ფუნდამენტურად არასწორი ნათქვამია, ეს არის არაკორექტული ჩვენი საზოგადოების მიმართ. გასაგებია, რომ რუსებს ივანიშვილის გამარჯვება შეიძლება უნდოდათ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საზოგადოებამ, მათ აირჩიეს ეს ხელისუფლება და გადაგვირჩიეს ჩვენ, ამას უნდა ვცეთ პატივი და ეს არ უნდა შევადაროთ სამხედრო აგრესიას. ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის ხელისუფლებას აძლიერებს ქვეყნის შიგნით, მაგრამ 2012 წლის არჩევნები იყო დემოკრატიული არჩევნები, რომლებშიც ჩვენ დავმარცხდით და ქართულმა ოცნებამ მოიგო“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა