თბილისის „დინამო" „ფეიენოორდთან" მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარების თაობაზე უეფას გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

თბილისის „დინამო" „ფეიენოორდთან" საპასუხო მატჩის მაყურებლის გარეშე ჩატარების გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი „დინამო თბილისი“ ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ "დინამო თბილისმა" უეფადან მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც "ფეიენოორდთან" თბილისში, საპასუხო შეხვედრის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებას გულისხმობს. "დინამოს" გასაჩივრებისთვის აქვს 5 დღე და რათქმაუნდა გუნდი გაასაჩივრებს. ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო, დეტალებს კი აუცილებლად გაცნობებთ" , - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, უეფამ თბილისის „დინამო" აზერბაიჯანულ „გაბალასთან" მატჩისას რასისტული შეძახილების გამო დასაჯა და „ფეიენოორდთან" ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ცარიელ სტადიონზე ჩატარდება. ამასთან, უეფამ „დინამო" 50 ათასი ევროთი დააჯარიმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო