6 თვეში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 47.5 მლნ-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებელზე

2019 წლის 6 თვის განმავლობაში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება 2018 წლის 6 თვის განმავლობაში ამავე მიმართულებით დახარჯულ თანხას. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 6 თვეში, ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე დაიხარჯა 687.8 მილიონი ლარი, რაც 47.5 მილიონი ლარით ნაკლებია წლევანდელ მაჩვენებელზე.

აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში თანამდებობის პირთა ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატის ხარჯმა 106.4 მილიონი ლარი, პრემიის ხარჯმა კი 2.9 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება შტატგარეშე შრომის ანაზღაურებას, ამაში 111.2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა სამივლინებო ხარჯების დასაფარად 40.7 მილიონი ლარი დახარჯეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია