დავით მათიკაშვილი - გამოძიების კითხვებს პასუხი ყველამ უნდა გასცეს, ნიკა გვარამია გამონაკლისი არ არის

არავინ უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, გამოძიების კითხვებს პასუხი ყველამ უნდა გასცეს და ამ მხრივ გვარამია გამონაკლისი არ არის.

„ჩვენს ქვეყანაში შექმნილია ერთგვარი ტრენდი, რომ აუცილებლად პოლიტიკასთან უნდა დააკავშირონ ცალკეულ მოქალაქეებთან, ყოფილ პოლიტიკოსებთან, მაღალჩინოსნებთან, ტელევიზიის ხელმძღვანელებთან, არ აქვს მნიშვნელობა, ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებთან არსებული კითხვები, რომლებიც გამოძიებას გააჩნია.

არავინ ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყოს ინდულგირებული იმით, რომ თუნდაც ის წარმოადგენდა ტელევიზიის ხელმძღვანელს ცოტა ხნის წინ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველამ პასუხი უნდა გასცეს გამოძიების კითხვებს, რა თქმა უნდა ნიკა გვარამია გამონაკლისი არ არის. ჩვენი, პარლამენტის ვალი ამ შემთხვევაში გამოძიებაზე დაკვირვებაა, რომ გამოძიება ჩატარდეს გამჭვირვალედ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებ, რომ გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, „გამოტანილია დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა