დიმიტრი გვრიტიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე არ ბრძანდებოდნენ, ამას ხელი არ შეუშლია, კანდიდატების კომპეტენტურობა და კეთილსინდისიერება გამოგვეკვლია

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატებთან დღევანდელი გასაუბრება დასრულდა. საბჭოს წევრებმა დღეს ორ კანდიდატს: სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნინო ქადაგიძესა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილს მიუსმინეს. საბჭოს წევრებს ძირითადი კითხვები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველების მისამართით პროფესიულ გამოცდილებასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებაზე ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე არ ბრძანდებოდნენ, ამას არ შეუშლია ხელი ჩვენთვის, გამოგვეკვლია კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა კანონით დადგენილი წესით. მათ შორის შეკითხვების ის ნაწილიც დაისვა, რასაც ისინი უსვამენ კანდიდატებს. საბჭო იგივე რეჟიმში გააგრძელებს პროცედურებს და ორშაბათიდან 10:00 საათზე გვეყოლება ორი კანდიდატი. პროცესი, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს დასრულდება, კენჭისყრის თარიღს კი მას შემდეგ განვსაზღვრავთ, რაც ყველა კანდიდატს გავესაუბრებით“, - განაცხადა საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

იუსტიციის საბჭომ 17 ივლისიდან დღემდე გასაუბრება 50-დან 42 კანდიდატთან უკვე ჩაატარა. გასაუბრების პროცესი სავარაუდოდ 15 აგვისტოს დასრულდება. ამის შემდეგ კი საბჭოში 20 კანდიდატის შერჩევის მიზნით ფარული კენჭისყრა ჩატარდება. ჯერჯერობით უცნობია კენჭისყრის თარიღი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს