ყირგიზეთში ატამბაევის გარემოცვის წევრების დაკითხვა და დაკავება მიმდინარეობს

ყირგიზეთში ექსპრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევის დაკავების შემდეგ მისი უახლოესი გარემოცვის წარმომადგენლებიც დაკითხეს. მათ შორის ატამბაევის აპარატის ყოფილი უფროსი, მრჩეველი, პარლამენტის დეპუტატები ასელ კოდურანოვა და ირინა კარამუშკინაც აღმოჩნდნენ.

დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ატამბაევის შვილი, სეიიტბეკ ატამბაევიც დაიბარეს. ექსპრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, რომ არ აქვს ინფორმაცია, რომელი სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობდა სეიიტბეკ ატამბაევის დაკითხვა.

დღეს დედაქალაქ ბიშკეკში ექსპრეზიდენტის 1500-მე მომხრე შეიკრიბა და არეულობა მოაწყვეს - ამტვრევდნენ ვიტრინებს, ცეცხლი წაუკიდეს ნაგვის ურნებს, გაანადგურეს ქუჩის ვიდეოკამერები. სამართალდამცავებმა 40 პირი დააკავეს.

ექსპრეზიდენტის ადვოკატმა სლესარევმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევმა საგამოძიებო დოკუმენტებს: უწყებას ეჭვის შესახებ, დაკითხვის ოქმს, აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობას და აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ დადგენილებას ხელი არ მოაწერა. ადვოკატს მიაჩნია, რომ „ყველაფერი, რაც ატამბაევის მიმართ ხდება, სრული უკანონობაა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა