დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით  15 აგვისტოს ჩათვლით ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერითა და თანამედროვე ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, დღეიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, მტკვრისა და მდინარე ვერეს შესართავთან არსებული ჭალის ტერიტორიაზე ფესტივალი „მდინარის მაგიური ბაღი“ გაიმართება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

როგორც მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მტკვრის ჭალა ერთი მხრივ უმასპინძლებს საერთაშორისო კულტურულ ღონისძიებებს, ხოლო მეორე მხრივ წარმოჩნდება, როგორც პოტენციური საზოგადოებრივი სივრცე.

„ფესტივალის განმავლობაში სივრცე ვორქშოფების, თანამედროვე მუსიკის, წიგნის პრეზენტაციების და ინსტალაციების ადგილად იქცევა.

დამთვალიერებელს სივრცეში სტუმრობა შეეძლება ყოველდღე, 13:00 საათიდან. ოფიციალური პროგრამა კი დაიწყება 18:00 საათიდან და გაგრძელდება 23:00 საათამდე.

ჭალამდე მისვლა შესაძლებელი იქნება საფეხმავლო გზის საშუალებით, რომლის საწყისი წერტილი დედა ენის პარკია.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ამავე სახელწოდების გამოფენა, რომელშიც ახალგაზრდა ქართველი და საერთაშორისო არტისტები მიიღებენ მონაწილეობას. მათი ნამუშევრები უპასუხებენ გამოწვევებს, რომლებიც შეეხება საზოგადოებრივ, გარემოს დაცვის და ურბანული განვითარების საკითხებს.

ფესტივალის ცენტრალური ადგილი იქნება „ცოდნის სივრცე“, რომელშიც ვორქშოფები, სემინარები, პრეზენტაციები და ყოველდღიური აუდიო პერფორმანსები გაიმართება.

ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება სპეციალურად კონსტრუირებული, ბაღთან დამაკავშირებელი ხიდი, რომელიც ნაპირზე ჩასასვლელს წარმოადგენს. გარდა ამისა, გამოყენებული იქნება სპეციალური აუდიოგახმოვანება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

პროექტის პარტნიორები არიან „შემოქმედებითი საქართველო“, MagiC Carpets - შემოქმედებითი ევროპის პლატფორმა და გალერეა OPENSPACE.INNSBRUCK“, - ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა